ნუ განსჯით ყველას…

თუ არის ერთი,
რომელიც სცოდავს:
ექიმი, მღვდელი,
პოეტი, რომელიც ბოდავს…
ნუ განსჯით ყველას !
ნათესაობა არაფერს ნიშნავს,
როცა სიკეთე არ არის გულში.
როცა სიცოცხლე არაფრად ფასობს,
კაიკაცობა იზომება მხოლოდღა ფულში,
იტყვიან ჩვენში – სად არის ღმერთი?..
ნუ განსჯით ყველას!
მოძღვარი გვმოძღვრავს,
ფარისევლობა თანმდევია სასახლის კარის…
ექიმი სცოდავს,..
პოეტი ბოდავს,..
ხალხი კი ხოტბას ასხამს დიდებულს !
ვიღაცა ბედავს,..
ვიღაც ვერ ხედავს…
ვიღაც თვალს ხუჭავს,..
ვიღაცას თვალებს ვიღაც უხუჭავს…
და მერე ვამბობთ
ნუ განსჯით ყველას.
ჩვენთან არს ღმერთი !

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-