ორი მილიარდი, რომ გავყოთ ათასზე …

ორი მილიარდი, რომ გავყოთ ათასზე.
რადგან იტყვიან ათასში ერთი.
ორი მილიონი ლამაზმანიდან,
არვინ შემიყვარებს?
გამწირავს ღმერთი?!..
ამდენ სილამაზეს რომ იტევს ბუნება,
თუკი გამოვხშირავთ გონებით, სულით.
უცებ წაგიხდება ხალასი გუნება,
მილიონებმა სიყვარული მოიმკეს ფულით.
ალბათ ერთეული რჩება სრულყოფილი,
მათზე ნადირობენ ძლიერნი ამ ქვეყნის.
მათ თუ შეეცილე პოეტ ყოფილი,
ირიბი ხელი უმალ გაგდევნის.
ცხოვრება ბრძოლაა – ბედი ლატარია.
ჩემი საოცნებო, ნუთუ ზღაპარია.
– მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-