პოლიტიკური თამაშების ასოციაცია

კაპიტალიზმი დომინოს თამაშს მაგონებს, რაც აიღე იმ რესურსით უნდა ითამაშო, თუ არა და ,,ბაზარში’’მოგიწევს წასვლა, იქ კი რა დაგხვდება ალბათობაზეა დამოკიდებული. სოციალიზმი უცნაური შაშია, თავიდან ყველა ფიგურა თანაბარია, სადაც ,,დამკაში’’ გასული ზოგჯერ თავისავე ფერის ფიგურებსაც კლავს. მონარქია ჭადრაკია. მეფეებითა და ჯარით. გენერლობის მხოლოდ რიგით ჯარისკაცს ეძლევა შანსი . ძირითადად კი ყველა ფიგურა მეფეს ეწირება. ცხოვრება კი ნარდია, ბედის კამათლებით გათამაშებული.

ავტორი: -მერ'ფი-