პროვოკატორებით გაივსო ქვეყანა…

პროვოკატორებით გაივსო ქვეყანა,
შავზე თეთრიაო იძახის ზოგი!
კომუნისტებმა ისე აღგვზარდეს,
რომ ვიყოთ ხროვა, უსიტყვო ჯოგი!
მაგრამ დრო მიდის, იცვლება თაობა,
იცვლება მიზნები, თაყვანის სცემა.
დღეს თითქოს რაც გინდა იმას იტყვი და
ამისთვის არ გელის დასჯა და ცემა.
მაგრამ გაძნელდა იპოვო სიმართლე,
ხელების ცეცებით იპოვო სანთელი.
როცა ბნელეთია, არ არის სინათლე,
არ არის, არავის, სიმართლე ნათელი!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-