ჟანგი მეტანება…

ჟანგი მეტანება დროის ფერებით,
და ვნატრობ უიღბლო, ვნების ნეტარებას.
ასე დაქანცულს, ო… სიკვდილო შენ მეფერები,
ნუთუ შენს მეტი ვერვინ შეძლებს ჩემს შეყვარებას.
ვიცი სიკვდილო ყურადღება მომაპყარ შენი,
ესეც შვებაა, გაუმარჯოს მინდა სიყვარულს.
სხვას ვის სჭირდება ჩემი გული, ეს მცირე ძღვენი,
შენ დამავიწყებ მისწრაფებას, გრძნობას, სიხარულს.
მაგრამ არც შენთვის არ ვყოფილვარ გამორჩეული,
მილიარდებში მორიგი ვარ, არ ხარ ერთგული.
შენ გინდა ჩემს სულს რომ გაჰყარო ჩემი სხეული,
სხეული ჩემი, დედამიწის სუნთქვას შერწყმული…
ჟანგი მეტანება, ცრემლით ნატვრები,
ნუთუ არავის არ ვენატრები.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-