ამდენი ლექსი ვწერეთ და …

ამდენი ლექსი ვწერეთ და
მრეს ვერ გავუთბეთ გულიო…
ისევ ღარიბულ დავდივართ,
თვალს გადაგვაკრეს მურიო.
სად გაქრა მოყმის გატანა,
ლუკმის გატეხვა ძმურიო?!
ერთნი სჭამს, სხვებს ამონებენ,
ეს არის სიყვარულიო?..
რად ვერა გაძღა მჭამელი,
ეშმაკის მოსყიდულიო!
დროა მოყვასზეც იფიქროს,
გადაარჩინოს სულიო…
მანამ სიკვდილი მოვა და
სულთა განკითხვა სრულიო!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-