რატომ არა აქვთ დირიჟაბლებს პარაშუტები ?..

რატომ არა აქვთ
დირიჟაბლებს პარაშუტები
და მგზავრებს ზურგით
პარაშუტები რატომ
არ ააქვთ?!
იმ შავი დღისთვის
აეროსტატი თუკი დაიშვა ,
ანდა სიმაღლე დასაშვებზე
მაღლა აიშვა…
ჰო,
უნდა ჰქონდეს
დირიჟაბლსაც პარაშუტები,
განსაცდელის ჟამს,
რომ ააცილო
მძიმე წუთები!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-