რატომ ხდება, რომ უღირსნი…

რატომ ხდება, რომ უღირსნი
ღირსების კვარცხლბეკს წვდებიან?!.
ბრძოლაში ერი თავს სწირავს
მტრები გმირები ხდებიან!..
იხოცებიან მდუმარნი,
ჩვენი გულისთვის კვდებიან.
ყბედნი, მყრალნი და ხარ-ბატნი,
მათ ნატერფალზე დგებიან,
მართალი კაცის სახითა
ვაი გმირობას ჰყვებიან!…

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-