რა მნიშვნელობა აქვს?!

უცნაურად ლამაზი არსება, რომელიც ეს-ესაა გამოვიდა საჭუპრე პარკიდან, ფოთოლზე დაცურდა და მიწას გულაღმა დაეცა . ბევრი ეცადა ,მაგრამ ვერ გადმობრუნდა და ასე დარჩა გადახურებული მზის გულზე შუადღის ხვატში. და სანამ კარგად გამოშრებოდა და იცოცხლა, ერთხელ მოასწრო და მზის, ცისა და ბალახების დანახვა შეძლო… ეს შეძლო მხოლოდ…
ბედი არ გინდა? სულ რაღაც სანტიმეტრები აშორებდა ჩრდილს, იქ რომ დაცემულიყო იქნებ მზის ჩასვლასაც მოსწრებოდა და მერე წვიმაც წამოსულიყო და ვინ იცის რა ბედს არგუნებდა ღვარად მოვარდნილი ზაფხულის შხაპუნა წვიმის ნაკადები. საით გაიტაცებდა და ვინ იცის და კიდევ ერთხელ მისცემოდა ფეხებზე დაცემის შანსი…
ჰო რა იქნებოდაო ფეხებით დავცემულიყავიო გაიფიქრებდა, ფიქრის უნარი რომ ჰქონოდა , მაგრამ არ ჰქონდა!..
იქვე ლოკოკინა მიცოცავდა და სველ კვალს ტოვებდა უკან. იყო სხვა მწერები თუ უცხო სულდგმულებიც, რომ დასტრიალებდნენ არემარეს, მაგრამ ვერავინ ამჩნევდა მას, და რომ შეემჩნიათ რა? ფრინველი თუ დიდი იყო, მის კუჭში აღმოჩნდებოდა უმალ…
ძნელია, როცა ცხოვრებას ზურგზე დაცემით იწყებ და ფეხებიც ვერაფერში გადგება ამ დროს. ამას ჰქვია სიცოცხლის ტანჯვით გაელვება , მაგრამ თუ ვირწმუნებთ, რომ სიკვდილი ყველაფრის ერთი დიდი დავიწყებაა მხოლოდ, რა მნიშვნელობაა აქვს, დღეებს, წუთებს, წამებს? რა მნიშვნელობა აქვს ჭია-ღუა ხარ თუ ოქროსფერი თევზი, არწივი თუ ადამიანი?
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-