რომ მეთქვა, რომ …

რომ მეთქვა, რომ ჩემი აზრით დრო არ არსებობს!.. დრო ეს არის ცვლილებათა სტატისტიკა. დროშიც თანხვედრაც, ცვლილებათა თანხვედრაა. არც სინათლის სიჩქარე და არც სინათლე არ არსებობს!.. არც სამგანზომილებიანი სივრცე (სამყაროს მასშტაბით) არსებობს !… ირგვლივ კვანტური რხევებია მხოლოდ. ტვინი კი მათ მოდელირებას ახდენს, როგორც Wi-Fi-ს ტალღები გარდაიქმნება გამოსახულებად და ხმად..
– რაო? შენ არ აღიარებ „აინშტაინის და ნიუტონის ფიზიკას“ ?!.
ჯვარცმა და ცეცხლის წაკიდება ახლა გენახათ თქვენ, რომ…
ამ შემთხვევაში კარგია, რომ არაფერს წარმოვადგენ, თორემ ეს რომ მსოფლიო დონის მოაზროვნეს ეთქვა?!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-