როცა ურმები გადაბრუნდება …

„ჭრიჭინობელების შეკერილ ღამეს
გამთენიისას მამლები ჭრიან.
და ორღობეში მდგარი სიჩუმე
სოფლიდან გააქვს ურმების ჭრიალს…“
მერე თვალებში შემოდის დილა,
​აფუსფუსდება ღამე, ნათევი.
​და სევდიანად წამოვა წვიმა
როგორც ნაღვენთი წმინდა სანთელების.
​ამდენი სევდა, ამდენი დარდი,
​ვერ დაიტია გულში ბუნებამ
​და შემოდგომის ჭრელ ფოთოლცვენად
​წარმოისახა კაცთა გუნებამ…
უსასრულობით მოფენილ ველზე
რაც გარდაცვლილა, არ დაბრუნდება.
ბოლოს ჩნდებიან გზანი რატომღაც,
როცა ურმები გადაბრუნდება!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-