სანაგვეზე გადაყრილი სულები…

სანაგვეზე გადაყრილი სულები,
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით.
ნეტა ერთი, აქეთ რას მემდურები,
ღმერთს ევედრე ცრემლიანი თვალით.
არ გინახავს როგორ მოკლეს პატარა?!
ვერ გაბედე შეგეხედა მისთვის?
იქნებ ისიც მხსნელი იყო ამ ქვეყნად,
იქნებ ესეც შეგეკითხა ღვთისთვის.
მოიშორე როგორც ცოდვის ნაყოფი,
და საფლავიც არ არგუნე ბედად.
ამის მერე დგახარ, მორალს ქადაგებ,
თავი მოგაქვს, არ შემდგარო დედად…
სანაგვეზე გადაყრილი სულები.
დედის მუცელს მოწყვეტილი ძალით.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-