სანამ აყვავდება ნუში…

სანამ აყვავდება ნუში,
სუსხში აყვავდება ია.
იის პაწაწინა გულში,
სხივებს სითბო ჩაუღვრიათ.
მზე აქ ყინვებს მალე შეცვლის,
ფიფქებს – ყვავილების თოვა.
სიო ათბობს ბუდეს მერცხლის,
მალე გაზაფხული მოვა.
– მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-