საოცარია, მაშინაც ვტირით…

საოცარია, მაშინაც ვტირით,
როცა სიხარულს საზღვარი არ აქვს.
გონს გადასული ვიცინით სიმწრით,
მწუხარება რომ გრძნობებს დაფარავს.
ადამიანი ირევა წამში!
წლებიც ირევა წამ-წამ წამ-წამში…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-