სარკე…

კაცობრიობა სულიერი სამყაროს სარკეა. მაგრამ ეს სარკე
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირე ნაწილებად ქუცმაცდება და
ჩვენი მიზანი უნდა იყოს აღვადგინოთ სარკე,
რომ ვიხილოთ სულიერი სამყაროს ზუსტი
ანარეკლი ჩვენში. და ეს ყველა მცირე ნამსხვრევი
მსგავსი კუთხეებით უნდა მივუერთოთ ერთმანეთს!
სული ერთია, ადამის სული!
ჩვენ კი ადამიანები ვართ,
თითოეული მისი სულის შვიდ მემილიარდედი ნაწილაკები უკვე!
ვინ იცის იქნებ და სწორედ, სწორად აწყობილი სარკე
ამდენადვე მეტად გაადიდებს სულიერი სამყაროს გამოსახულებას ჩვენში
და შესაბამისად მოგვეცემა მის სიღრმეებში წვდომის საშველი.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-