საურმეში დასაცინი…

საურმეში დასაცინი,
რომ გახდები კაცი.
​ლექსებს წერსო,
წაქირქილებს,
ბირჟას არაკაცი.
​მერე ღიპზე ხელს გაისვამს,
​ვაკეთებო ფულებს.
კონა-კონა შევისყიდი
ხალხის სიყვარულებს.
​მაგრამ რაში დამჭირდება
სუფთა სიყვარული.
გაყიდვით ხომ ვერ გავყიდი,
​რომ მოვუგო ფული.
​ჰოდა ისევ ამ საცოდავს
ერგოს, სხვა რა რჩება.
​ეს ცხოვრება მაინც გასრესს
​ვეღარ გადარჩება!..
​​ასეთ ყოფას აწყდებიან,
დღესაც პოეტები…

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-