საღმრთო პური და ღვინოა …

საღმრთო პური და ღვინოა.
​წმინდა ტარიგი ღვთისო.
​ლოცვა გულწრფელი თვალთაგან
სინანულის ცრემლს გვგვრისო.
თუ გვინდა სულის ცხონება,
სისხლით ვერ შევძლებთ ამას.
სჯობს მსხვერპლი სულაც არ ვჭამოთ.
​უცოდველი ცხვრის ჭამას.
​შესაწირავი რა არის,
​გარდა დათმენა ღვთისთვის.
​ჩვენ გავაჩინეთ ამ ქვეყნად?
სიცოცხლეს ვართმევთ, რისთვის?
განა უფალმა, ჯვარცმულმა,
ჩვენთვის არ ივნო მსჭვალით.
​იმ დღიდან გამოისყიდა
ყველა საკლავის ვალი.
საღმრთო პური და ღვინოა.
​წმინდა ტარიგი ღვთისო
​ლოცვა გულწრფელი თვალთაგან
სინანულის ცრემლს გვგვრისო…
– მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-