სიზმარას სიზმრის სიზმარი

ჩემს ძილის ძილში,
სიზმრის სიზმარში,
გამომეღვიძა !

ვიწექი ჩემთვის
სიზმრებით სავსე,
გაოგნებული შევცქეროდი
როგორ იცვლება ირგვლივ ფორმები.
როგორ ხდებოდა სურვილები გაფიქრების წამს.

იქ მე ვერ ვგრძნობდი,
რომ ვიყავი სიზმარში ისევ,
ცხადი მეგონა ეს ხილვები,
ძლიერ მიკვირდა …
და გავიფიქრე წამიერად,
მე უკვე მოვკვდი?!
ვიცი ასეთი მოვლენები
ცხადში არ ხდება !

გამომეღვიძა…
და ვინანე, რომ გამეღვიძა,
სიზმრის სამყარო დათმობილ სოფელს
უსაზღვროდ ჯობდა.

-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-