სიკვდილის მიღმა

სუყველა ველით გეგმიურ სიკვდილს,
დაუგეგმავი სიკვდილიც გვხვდება.
ცხოვრება ასე მიიწევს წინ-წინ,
ჩვენი სიცოცხლის დრო იწურება.
მერე რა ხდება ვინ იცის ნეტა,
რომ დავიშლებით საწყის ველებად.
ამაზე ფიქში ღმერთს ვუხმობთ ,მხსნელად,
ჩვენივე გულის გასამხნევებლად.
ვერ გამიგია ცხოვრების არსი ,
თუკი სიცოცხლე ასე მთავრდება.
ყველა ქმედება ნუთუ ფარსია,
ის ვერაფერში გამოგვადგება.
რწმენა, ვერ წვდომა, შთამომავლობა.
არს იმედების წარმომავლობა!

ავტორი: -მერ'ფი-