სულგაყიდული

იყო ერთი,შემდგომში, სულგაყიდული კაცი, რომელმაც დემონურად ძალა-უფლება მიიღო, რომ ერთავად საპატივცემულო კაცადაც წარმოჩენილიყო. ჰო და ეს ფსევდო მარჩენალი არ იშურებდა დროსა და ენერგიას, რომ მოეხვეჭა მოსახვეჭელი. მხოლოდღა ჩემნაირი უნიათო თუ შებედავდა მას უღვთო მოქმედებებზე ხმის ამოღებას,და ისიც გარიყულობის ფასად! ზოგნი მისი წყალობის მოლოდინით იმედმოსილნი, მის საამებლად რას არ აკეთებდნენ, რა შეურაწყოფას არ ითმენდნენ და ბაგენი სულ ღიმილით ქონდათ სავსე მის მიმართ. მე კი ერთი იმათაგანი გამოვდექ, ვისაც ამ სულგაყიდულისგან გარიდების გამო ყველა გზა მოიჭრა მის საბატონოში,მაგრამ ღვთისაგან ბოძებული ნიჭის წყალობით, ხანდახან მაინც საჭიროდ ვექმნებოდი ხოლმე ადამიანთა ერთ ჯგუფს, ვინც სულგაყიდულის სამსახურში, ოფიციალურად,ლუკმა-პურისთვის მსახურებდნენ.
ერთი დღეც დადგა, სტუმრებს ველოდით, საპატიო სტუმრებს დიდი ქალაქიდან. ხარჯი რიგითებმა გავინაწილეთ. სულგაყიდულის მოწვევაც გადაწყდა, თანამდებრობრივადაც ერგო. მოიწვიეს და წარმოჩდა სტუმრად მოსული სულგაყიდული ჩვენი სტუმრების კეთილ მასპინძლად და საპატიოდ გაიმწესა თავი სუფრის თამადად! მე კი ისევ და ისევ განზე გადგომა მოვირგე და არ წავედი ნანატრ სუფრაზე. ბოდიში ყველას, რომ ვერ შევძელი მე მასთან ერთად პურის გატეხა…
P.S. რა ხშირად გვიწევს ქრისტეს ნაცვლად ბარაბას გამოთხოვნა პილატეს ხელიდან… და ლუციფერი სხივმოსილს ნიშნავს … ჰოი და ვინა ვარ მე? … უფალო შეგვიწყალენ. … ამინ!

ავტორი: -მერ'ფი-