სული მეუბნება …

სული მეუბნება , უნდა მოვემზადო,
მალე დაღმართები დაიწყება.
სადღაც სიბერესთან შემახვედრებს,
დამძლევს უსასრულო დავიწყება.
სული მეუბნება – განემზადე!
წინ სხვა ქარტეხილი მელოდება.
წუთის სოფელია მშვენიერი,
ჰო და მიტომ არც არ მეორდება.
სული მეძახის და სული მიხმობს,
გზაში მწევარიც რას მომეწევა.
მაგრამ ვინ რა იცის ბედის წერა.
ხვედრი მე სად, როგორ, მომექცევა.
სული სულია და ბედი ბედისწერა …
აქვე დავასრულო გვიჯობს ლექსის წერა,
თორემ სად წაგვიყვანს სევდის სტრიქონები ?!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-