ტყუილებით გაბერილებს

ტყუილებით გაბერილებს
ახალ დოზას გვიმზადებენ,
​იციან, რომ დავიჯერებთ,
სხვა რა გზაა?!
თუ არა და შარს მოგვდებენ.
​თან მოგვდევენ, გვამოწმებენ!
​გვიმოწმებენ სულს და სინდისს.
​წლები ასე გარბიან და
​ეს ცხოვრებაც ასე მიგვდის!..
​გამაღვიძეს, გამიხარდა.
წამჩურჩულეს:
– ​არ მომხდარა არაფერი.
​რაც გინახავს, სიზმარია,
ტყუილია ყველაფერი.
​ჰოდა სიზმარს ნუ აჰყვები,
თორემ ერთ დღეს გადაჰყვები!
დავუჯერო?
იქნებ ესეც ზმანებაა,
ვერ გავიგე ვერაფერი!
​-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-