უხილავი

ტყუილად ეძებენ,
ეს არ მომხდარა,
და რომ მოხდება
იტყვიან მერე.
მესიას ადარებენ,
ზოგი – სატანას.
და შეცდებიან
მორთმეულ ძღვენზე.
არსებოს ერთი.
ორი ბევრია.
ისე მრავალია
როგორიც უხვი.
უკვე შედარება
შესაძლებელია.
ერთი, მხოლოდ ერთი,
ერთია უტყვი.
თავად უჩინარი
ყოვლის მსახველი.
ისე ახალია ,
როგორც დაბადება
და ძველი!
სადაც გაიხადავ
მისი სახელია,
მაგრამ ვერ გამოთქვავ.
ან რას ადარებენ
ან ვის უნახავს …
ღმერთი!

ავტორი: -მერ'ფი-