ფაზისი

ფაზისი,
ძველად, ასე ამბობდნენ,
ტახტრევანია მზის!..
არის ქალაქი ზღვასთან მდებარე,
კარიბჭე შავი ზღვის…

ლეგენდა გვამცნობს:
რომ თვით მზის ღმერთი,
მამა კოლხთ მეფის აიეტისა,
ფარავდა კოლხეთს მომხდურ ძალთაგან
და ამის ნიშნად გვეპყრა საწმისი,
როგორც სასმისი კოლხთა დიდების!..

გავიდა ჟამი,
გავცქერი რიონს, ზღვის შესართავთან,
და თუ ეს იყო, სუფთა ფაზისი,
ამ დინებებში აიეტის ბაჯაღლო იცრა,
და დაეფინა საუკუნოდ იმ ოქროს საწმისს …
ფაზისი, დღემდე ასე ამბობენ,​
ტახტრევანია მზის,
არის კარიბჭე
ზღვასთან მდებარე
და აბრეშუმის გზის!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-