ფანფარონი!

აბელას ფეხებზე შემდგარი
გზას გადაჰყურებს მამალი.
​წიწილებს ასე უკვეხნის,
რაღას გჭირდებათ სამალი!..
​ძერა რომ გადაიქროლებს
გულგახეთქილი გარბის და
რომ ჩაწყნარდება ქოთქოთი,
წამოხოხდება ნამალი.
თავი იმგვარად უჭირავს,
მე, რომ აქა ვარ, თქვენს გვერდით,
მეფე ვარ, რისხვით მავალი.
ვინ შემედრება ბრძოლაში,
რა თოფი, ტყვია-წამალი!
​-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-