ფერიცვალობა ..

ეს იყო დღე,
​დღე – სასწაული!
​ფერი იცვალა იესომ,
​სამნი იახლა თაბორის მთაზე…
​მათმა (მხლებლებმა) როცა იხილეს
ნათელმოსილი იესოს სახე,
​და მასთან ერთად მოელვარე მოსე და ელია!..
ამით, მხილველთა, დასამოწმებლად,
​რომ ქრისტე მხსნელია…
და დარჩა ასე
დღე – სასწაული.
​გაბრწყინებული დღესასწაული!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-