ქარწაღებული დასტრიალებს ფოთლები უხმოდ…

ქარწაღებული დასტრიალებს ფოთლები უხმოდ,
აბა რა ფასი მიუცია მათთვის ბუნებას.
იმპერიალი ზნედაცემულ ომებით უხმობს,
გამდიდრებისკენ დასალაშქრად მრავალ ცდუნებას.
ეწირებოდა, ეწირება, შეეწირება მილიონები,
გაცოფებული, ზღვარს გადასულ ერთის სურვილებს.
მერე სანთლებად ანთებული ლამპიონები,
მოგვაგონებენ საიქიოს გასტუმრებულ უამრავ სულებს.
მოგვაგონებენ რომ ბრძოლებში დაეცნენ მტერთან,
რომელიც თავის სამშობლოში იცავდა ზარებს.
და მით ქალაქებს გასწორებულს სისხლსა და მტვერთან
მიუმატებენ გულსაკლავად ათასგვარ ბზარებს.
წარმავალია გამარჯვება ერთის გულისთვის,
მას გადაწონის დამარცხება სიყვარულისთვის.

– მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-