ღმერთო იხსენი ყვარელი!

აწვიმს დურუჯის ხეობას,
ქარი ღრიალებს ხევში.
სულ ამოზილა ნაშალით,
წყალსადინარი მთებში.
ხალხი აზრზედაც არ არის,
ვის რა მოელის დილით!
გათანგულია სოფელი,
დღიურ, დაღლილის ძილით.
ძალა მომწყდარი ჯებირებს,
ჯოჯოხეთური ძალის.
ცოფმორეული ღრიალებს,
ჩამონაშალი ღვარის.
მოდის და მოაქვს დინებას
ძლევამოსილი წყალი…
ღმერთო იხსენი ყვარელი!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-