ღმერთო რაღა ვქნა, არ ვიცი…

ღმერთო რაღა ვქნა, არ ვიცი,
საით მივაპყრო თვალები…
გადამიყოლებს, უკვე ვგრძნობ,
უფულობა და ვალები…
სადაც წავედი დავეცი,
არცარა მყოფნის ძალები,
რაც მქონდა სულ მთლად გავეცი,
ამოვიღამე თვალები…
მარტო მე არ ვარ ამ დღეში,
ირგვლივ ვინცა მყავს ყველაა.
იქნებ რამე გზა მაუწყო,
სადაც ხსნაა და შველაა…
ზოგი ჭამისგან ვერ ძღება,
ჩვენ კი, კვლავ, გვახრჩობს ვალები.
ღმერთო რაი ვქნა, არ ვიცი,
საით მივაპყრო თვალები.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-