ყანწი

ფარ-ხმალ, თოხ-ბარის, მაგიერ
ყანწი გვიჭირავს ხელში.
სამშობლოს დაცვა გვგონია
ღვინის გადაკვრა ყელში.
ხშირად მოყვარეს ვერ ვარჩევთ
დაუძინებელ მტერში.
თუ ასე დიდხანს გაგრძელდა
ვინღა დარჩება ჩვენში?!

-მერ’ფი-

P.S. ,,ექვსასი მსმელი ვაჟკაცი ეჯდა სუფრას
და როდესაც ქორწილის თამადამ,
იროდიონ შელეგიამ,
ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო ბრძანა
ლიტრიანი ყანწით,
ექვსასი ლიტრა ღვინო დაილია ერთ დალევაზე” !
-ნოდარ დუმბაძე-

ავტორი: -მერ'ფი-