ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ!

ყვარლელებს ვაჟაც უნახავთ,  გამწარებულის სახითა,                აქაც უვლია მგოსანსა         წუთისოფელის დაღითა!              ვერვინ უშველა მის სევდას,        ხვედრმა ღარიბულ ატარა!         ყვარელს რას ვერჩი,ვაჟასთვის,         იყო სალხინო პატარა.             დაჟამულ ყოფას მის სულში         სიმწრის წვეთ-წვეთად აწვიმდა.   სამშიბლომ, ბოლოს ვაჟასთვის,   გამოიმეტა მთაწმინდა.            წარსულს უფალი მიხედავს,        ცოცხალს რა ვუყოთ იაო?         როგორღა ვუთხრა ტურფასა        კვლავაც, რომ ერჩის ჭიაო?        ცოდვით დახშულა ამ ქვეყნად     სამოთხის კარი ღიაო!
                  -მერ'ფი-
ავტორი: -მერ'ფი-