ყველაფერს უხილავს…

ბნელი მატერია, შავი ხვრელები და ა.შ…
ყველაფერს უხილავს და შეუცნობელს, ბნელს რატომ ვუწოდებთ ან შავს?..
უხილავი სამყარო , ხილულ სამყაროზე უსასრულოდ დიდია და არაფერი ვიცით მის შესახებ გარდა ვარაუდებისა…
ისიც არ ვიცით ხილული სამყარო სუბიექტურია თუ ობიექტური, ,,აპარატურულია” თუ ,,პროგრამული” ანუ ,,ჰარდია” თუ ,,სოფთი” ..
მით უფრო არც უხილავი ძალების სიკეთისა თუ სიბოროტის შესახებ ვიცით რაიმე…
გვწამს გამოუთქმელი სახელის ღმერთის, ღმერთისა ყოველთა ხილულთა და არახილულთა და გვსმენია მისგან განდევნილ ძალაზეც, ლუციფერზე, იგი ჩვენს ჩათრევას ცდილობსო…
მხოლოდ რწმენაა ის ძალა, რომელიც გვაკავშირებ უხილავ და შეუცნობელ სამყაროსთან.
და რწმენა ხსნისა, ნუ მოგვიშალოს განგებამ.
ამინ!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-