ყოველი წელი აღმართზე ასვლას ჰგავს…

ყოველი წელი აღმართზე ასვლას ჰგავს,
​რომელიც თანდათან ციცაბო ხდება.
არავინ იცის მწვერვალი სადაა,
​არავინ იცის ფეხი სად სცდება.
​ქვევით კი წარსულის ბილიკი მოჩანს და,
ბოლოს კი ნისლი და ბურუსი ფარავს…
ვერავინ ვერ გეტყვის შენი გზა სადაა,
არავინ მიუძღვის ​უმწყემსო ფარას.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-