შენი სიცოცხლე…

შენი სიცოცხლე უფრო მეტია,
ვიდრე ნებისმიერი რწმენის რიტუალი…
შენი სიცოცხლე უფრო მეტია
ვიდრე მარხვის და განწმენდის რიტუალი…
შენი სიცოცხლე უფრო მეტია,
ვიდრე ყველაზე ძვირფასი უსულო საგანი…
შენი სიცოცხლე უფრო მეტია…
შენი სიცოცხლე უფრო მეტია…
და ასე მანამ, ვიდრე
სხვისი სიცოცხლე არ დადგება სასწორზე
შენი სიცოცხლის საპირწონედ!
ღვთაებრივია რწმენა,
რომელიც აცოცხლებს ადამიანს.
სხვა დანარჩენი კლავს!…
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-