შენ გიყურებ გული სხვისთვის დნება (არ იფიქრო…)

შენ გიყურებ გული სხვისთვის დნება.
შენ გგონია შენთვისა ვარ ასე!
მის გულისთვის ცეცხლი მეკიდება.
შენ კი კიდევ ვერ მისწორებ თვალებს…
არ იფიქრო შენზე ვფიქრობ
და მიმაჩნდე კერპად!
არ იფიქრო შენ შეგირთო,
ის დავტოვო კენტად…
მე ის ყველგან, მაგონდება ყველგან.
შენს თვალებშიც ვხედავ მე მის სახეს.
შენ გგონია შენ გიყურებ შენ და
მე კი ისევ მასზე ვფიქრობ, მასზე.
არ იფიქრო შენზე ვფიქრობ
და მიმაჩნდე კერპად!
არ იფიქრო შენ შეგირთო,
ის დავტოვო კენტად…
…შენ შეგირთო,
ის დავტოვო კენტად…
.. შენ შეგირთო,
ის დავტოვო კენტად.
-მერ’ფი-
P.S.
ჩემს ბავშვობაში დაწერილი (გიტარით) ჩემი პირველი სიმღერაა…
ამ სიმღერის შინაარსს რეალური ისტორია აქვს.

ავტორი: -მერ'ფი-