შენ პატარა თაიგული …

შენ პატარა თაიგული ,
აყვავებულა ვარდი,
გაზაფხულია სულში,
როცა აწვიმდა ბაღებს,
მე შენი სიყვარული,
გაჯერებული დარდი.
ნატვრა ჩაკარგულ გულში
კვლავ ნაიარევს აღებს.
ნეტა რა არის სრული?!
რამდენი ეკალ-ბარდი,
უსასრულობა ლულში,
ოცნებებს გაალაღებს.
ასე აენთო სივრცე,
მზე იყო გადაკრული!..
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-