შორს მოციმციმე გალაქტიკები

შორს მოციმციმე გალაქტიკები,
ამ საუკუნის ვარსკვლავთა ღამე.
არ ვიცი ვინ ვარ და ვინ ვიქნები,
​გთხოვ ანგელოსო მითხარი რამე…
მე განდიდებას არ ვითხოვ, არა,
​დროს მწვერვალები ჩირად არ უღირს.
ეს მცირე რწმენა არ კმარა, არა,
​ურჯულოება შემინდე უღირსს…
ცად ვარსკვლავები მაოცებს ღამით,
​და ნაღვლიანი მთვარის ზმანება.
​ჩვენი ცხოვრება იცვლება წამით,
​წინ სხვა სამყარო მოგვეზმანება.
მსურს სინანულმა იფეთქოს გულში,
რომ აღმოვცენდე, ღვთივ სიყვარულში.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-