ჩემი ნატვრა

ბახის ჭკუა მომცა,
მოცარტის სიფაქიზე,
შოპენის მელოდია,
ჩემი შემოქმედი…
ერთად შეკრებილი,
სულში გაჟღენთილი,
ქართულ ქარაგმებით
ცაში აფრენილი
ნატვრად ამიღია.
რწმენად შემიკრია
მათი სატკივარი…
შენ კი გალაკტიონ
რიტმებს გესესხები,
შენგან მითხოვია,
ჩუმი ჰარმონია.
ტკბილი მელოდია
ცრემლად დამდენია,
რიტმი “ნიკორწმინდა”-ვ
შენგან დამრჩენია.
მასზე ამიგია
ჩემი სტრიქონები…
ნეტა გამიგებენ?
ნეტა მიხვდებიან?
ვინმე გაიგონებს
ისე როგორც მინდა?!
ვინმე აიტაცებს?..
წმინდა სალოცავად
ისმის უკვდავების
მეცხრე სიმფონია…
ღმერთო სალოცავი
ქვეყნად რამდენია!
ერთად შეკრებილი
ცრემლის დამდენია.
ცრემლის დამდენია
ჩუმი უკვდავებაც,
მისი სიყვარულიც
ცრემლის დამდენია…
რწმენამ თუ ააგო
ქვისგან ჰარმონია,
და შიგ გამოჰკვეთა
ერის სული წმინდა.
დიდი უკვდავების
წმინდა სადიდებლად,
მაქვს მკერდს მიბჯენილი
ქნარი როგორც მინდა!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-