ჩემი საღამოები ერთფეროვანია

ჩემი საღამოები ერთფეროვანია,
როგორც ცივ ზამთარში უფოთლო ხეები.
ჩემი გაზაფხული გზაში გაიყინა,
სუსხმა გადაფარა მზიანი დღეები!
მაინც ველოდები ისევ ყვავილობას,
სულში ყვავილობა მაინც ძალას იკრებს .
სიზმრებით შევცვალე მწირი რეალობა,
ძილში გალაღება სცოდნიათ ფიქრებს.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-