ჩვენი საბადი და ჩვენი ჭირნახული…

ჩვენი საბადი და ჩვენი ჭირნახული,
​ის რაც გაგვაჩნია, ათას ჭირნახული,
ჭირი მოგჭამაო ამას რომ გეტყვიან,
​ამაზე მეტი რა უნდა იყოს?!
ისევ თავდახრილი, ხმა შიშშეპყრობილი,
​თვალს რომ ვერ მოწყვეტავ
​მირყვნილ, პარტახ მიწას.
თავს რომ ვერ წამოწევ
უარესის შიშით!
​იმას თუ მაინც ხვდები ,
ვერანმა რა გვიყო?!
წარღვნა რომ წაგლეკავს
და ისევ ვაი თუ-ო!
​გიღირს ასეთ ყოფას
უხმოდ შეეგუო?!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-