ცივი ჯუნგლების კანონი!

დაიწყო ცივი ზამთარი,
ხეებს დასცვივდა ფოთოლი.
მიდი ნიბლია, ჰარო!..
გზად ფანტელების ფარჩა.
სადღაც ქარბუქი ძლიერი.
ყინვა დაიგო ხევში…
გააფთრებული აფთარი,
ამ სტიქიაში ობოლი ,
დახლართულ გზებზე ხარო ,
სამარადისოდ ჩარჩა!
ისე ხარხარებს მშიერი,
იგრძნო ვერ ავა ზევით.
სვავი დაჰყურებს და უცდის,
როდის გახდება ლეში.
სხვისი შემჭმელი ხშირად,
სხვას უვარდება ხელში.
ცივი ჯუნგლების კანონი,
ასე განაგებს ტყეში.

ავტორი: -მერ'ფი-