ცხოვრობ ქალაქში …

ცხოვრობ ქალაქში,
არვის არ იცნობ,
ირგვლივ მტრებია,
ვიდრე მოკეთე.
სუნთქავ მტვერსა და
გძინავს ხმაურში…
რას ჭამ ვინ იცის.
ღმერთო მოგვხედე!..
ცამდის ქვებია,
ქვებია ყველგან.
თითქმის ვერ ხვდები
ხესა და ბალახს.,
გამოკეტილხარ
სადღაც სარდაფში.
ამას ეძახი
ოცნების ქალაქს?!.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-