წამის გმირი ხარ!..

წამის გმირი ხარ!..
​მერე ხდები წამების გმირი.
ასე იქმნება წამ – წამებად შენი ამება.
ეს საწამლავი,
თითქოს წამლად სჭირდება სხეულს,
​რომ ვეღარ იგრძნოს შენი სულის
ტანჯვა-წამება!..
წამის გმირი ხარ?
წამ-წამებად ქრება წამები.
წამები წამებს აწამებენ
წამის წამებად.
რას არ იკადრებ,
უმსხვერპლო ამ წამს,
დე წამით თავი აღარ იგრძნო
განაწამებად…
წამის გმირი ხარ,
გმირი ხარ…
წამის.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-