ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს…

ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს
ქარი ღმუილით უმღერის მესას.
ბედის ბორბალი ხან წაღმა მხარეს
ხანაც უკუღმა, შიგ გულში, კვესავს.
შიგ გულში ცრის და სევდით მევსება,
მე ხომ ათასჯერ მეტი შემეძლო,
არ დამაცალეს იციან მთებმა,
არ დამაცალეს, ვის შევავედრო?!
ქრისტე კვლავ ჩემგან იმას მოითხოვს,
რისთვისაც თვითონ ჯვარზე აღმართეს.
შენ მაინც იცი სიმართლე ღმერთო,
შენ მაინც იცი, რა დღე დამმართეს.
ჭიუხის წვერზე შემდგარ არწივებს,
ქარი ღმუილით უთხრობდა მესას.
ვიცი სტიქია არ გვაპატიებს,
უაზრო ჩივილს, უაზრო კვნესას.
და მოსამართლე, დროის დინება
ობიექტურად გაგვასამართლებს!
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-