ხალხო სიცოცხლე არ გვინდა?!

ხალხო სიცოცხლე არ გვინდა?!
პითონს ვუგდივართ ხახაში.
​ჩვენი მოგუდვა სრულდება.
გადასულია ყლაპვაში!.
​ყელს მწარედ გავეჩხირებით
ერთად შეკრული მუშტადა!
​ცალ-ცალკე არაფრად ვღირვართ
​აღარც მსახურად… მუშადა…
ხვალ რობოტები შეგვცვლიან,
​ჩვენ კი უკვალოდ გავქრებით,
​და დედამიწას შერჩება
მხოლოდღა ოლიგარქები?..
​ვისაც არ მოგვწონს ფინალი.
უღლად დაგვადეს ვალები.
გაგვაკოტრეს და გაგვხადეს
​ახალი პროლეტარები!
„წუთისოფელი ომია!
ომი ფუტკრის და კრაზანის“.
აქლემის ქურდი, განა ქურდს,
ყველას, მოუსვლელს აგზავნის!..
საწყალ ხეს უთქვამს მოსაჭრელს,
​რას დამაკლებდა რკინაო.
​ტარი რომ ხისა არ ჰქონდეს,
​მიტომაც მომეწყინაო…
​-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-