ხვალ გაზაფხული მოვა და …

ხვალ გაზაფხული მოვა და
რადა ვარ ასე ეული?!.
იავ, თუ სადმე წაგაწყდი,
გადაგეყარე სნეული,
ჩემს ლარნაკს დაამშვენებდა
ეგ შენი ტურფა სხეული.
მიწას წამოგგლეჯ, წაგატან,
დამრჩები ჟინ დარეული!
გიჯობს მიფრთხილდე, მემალო
დაგეძებ გადარეული!
p.s.
ვინ მოთვლის რამდენ, იას, ენძელას და ყოჩივარდას გაუყენებენ ლარნაკის გზას. რატომ არის, რომ ბუნებრივი სილამაზე მაინც და მაინც ჩვენს ტყვეობაში უნდა მოვაქციოთ, მით უფრო როცა ვიცით, რომ ეს მას სიცოცხლეს მოუწრაფავს და დააჭკნობს?!.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-