​ხარებაა მახარეო!

ღვთის მშობელი მობრძანდება.
თავი მორცხვად დავხარეო.
დედამიწის ოთხივ კუთხივ,
ცის კამარის ცხრა მხარეო.
​სახარება გვასმინე და
გულში დარდი გაგვყარეო.
​ხარებაა მახარეო…
​გასწი ყველას ახარეო!
-მერ’ფი –

ავტორი: -მერ'ფი-