ვისი მრევლი ვარ ვერ ვხვდები…

ვისი მრევლი ვარ ვერ ვხვდები,
ქედი ვის უნდა ვუხარო?!
მახე ვის უნდა დავუგო?
საკენკი გადავუყარო…
სამგლეში მგელი თუ არ ხარ,
ადამიანი თუ ხარო,
ვერცა ჰკლავ, არცა იჭმები,
მაშინ სამგლეში ნუ ხარო!
საით წავიდე არ ცივი,
რა მხარეს გადავიხარო.
რომ სხვებიც გავახარო და
წუთისოფლით ვიხარო.
-მერ’ფი-
ავტორი: -მერ'ფი-