მონა მონას ეძახოდა…

მონა მონას ეძახოდა,
მონავ – მონა ხარო!..
მონის მონას მონის მონა
უმაგრებდა ხაროს .
საარჩევნოდ გულის ფხანა
არ გრძელდება დიდი ხანი.
ფულის მონა მდიდრდება და
გული რჩება მოსაფხანი…
მერე ისევ მონის მონა
მონის მონას – მონა ხარო!
ამომრჩევლის გული ფხანით
რომ ბატონი გაახაროს.
-მერ’ფი-

ავტორი: -მერ'ფი-