მსოფლიოში ცნობილ მომღერალ საბრინასთან დაკავშირებით ერთი ცოცხალი კურიოზი მინდა გავიხსენო.
უკვე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებში, როცა აჭარას ასლან აბაშიძე მართავდა. მოიწვიეს ბათუმში საბრინა ( Norma Sabrina Salerno ) . ჰოდა კონცერტს აჭარის შინაგანი ჯარის, თუ რაღაც მსგავსი შენაერთი იცავდა, სადაც მსახურობდა ჩემი მეზობელი გიალო. კონცერტის ბოლოს. ჯარისკაცები საპატიო მწკრივში ჩააყენეს, გამოსასვლელსა და ლიმუზინს შორის. გამოჩნდა „ასლან ბაბუ“ და საბრინა წითელ ხალიჩაზე. საბრინას ხელში დიპლომატი უჭირავს. ეტყობა ფულით (ჰონორარით) გაძეძგილი. გიალომ იფიქრა, უხერხულია ქალს „სუმკა“ ეჭიროსო, გამოეყო მწკრივს, მივიდა საბრინასთან გამოართვა დიპლომატი, მოულოდნელობისგან ყველა დაიბნა. საბრინაც და „ასლან ბაბუც“ მათ შორის. წამებში ხდება ყველაფერი. მიუტანა მანქანასთან ჩემოდანი და დაუდო. ქართული ვაჟკაცური ჯენტლმენობა გამოიჩინა. საბრინას წასვლის მერე რა მოხდა ნუ მკითხავთ …
     -მერ’ფი
ავტორი: -მერ'ფი-